aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოკერია დებატებში რატომ არ დამიჯდა ინგა, დღეს“ – ელისაშვილი გრიგოლიას

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ბოკერია დებატებში რატომ არ დამიჯდა ინგა, დღეს, ხომ გაექცა?“, – ამ შეკითხვით მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, TV პირველის გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას.

რაზეც გრიგოლიამ უპასუხა, რომ ჰკითხავს, რატომ არ დაუჯდა და აღნიშნა, რომ როგორც იცის, პროდიუსერმა გიგა ბოკერიას შესთავაზა დებატები.

„ბოკერია ძალიან მძიმეწონიანია დებატებში და არ მგონია, ეშინოდეს“,- თქვა გრიგოლიამ.

ელისაშვილმა კი უპასუხა, რომ არც ეკა კვესიტაძის და არც ნიკა გვარამიას ეთერში დათანხმდა გიგა ბოკერია მასთან დებატებს.

„თუ შეუძლია, დამიჯდეს და მელაპარაკოს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

 

იტვირთბა....