ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვანო ჩხარტიშვილთან კავშირი არ ყოფილა

„ვანო ჩხარტიშვილთან არანაირი კავშირი ყოფილა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში, ოჯახურ გარემოში მაინც თუ ჰქონია შეხვედრა, ვაშაძემ უპასუხა, რომ კორონავირუსის პირობებში, არც ოჯახურ გარემოში მოხვედრილან ერთად.

„მუდმივად ამას მაძახებენ, ვფიქრობ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს, მე მგონი იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი….

​კორონავირუსის პერიოდში, ოჯახურ გარემოცვაშიც არ მქონია შეხება, რომ მქონდეს არც მაგაზე მაქვს პრობლემა, არსად მოვხვედრილვართ გვერდიგვერდ, რომ გვესაუბრა რაიმე საკითხზე“. – უპასუხა გიორგი ვაშაძემ.

 

 

იტვირთბა....