დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კემერონი პარიზს ეწვია და საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდა. კემერონმა ბატაკლანის თეატრიც მოინახულა და ყვავილებით შეამკო ტრაგედიის ადგილი, სადაც ტერორისტებმა 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლეს.
მოგვიანებით ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ელისეს სასახლეში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად კოალიციის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. ოლანდის თქმით, საფრანგეთი აპირებს ავიაციის საშუალებით უფრო ინტენსიურად შეუტიოს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს. კემერონმა საფრანგეთის პრეზიდენტს ავიაკამპანიაში დაუყოვნებლივ დახმარება აღუთქვა:
„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს იმ ქმედებებს, რასაც პრეზიდენტი ოლანდი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ახორციელებს და ჩემი მტკიცე რწმენით, ბრიტანეთსაც ასევე მოქცევა მართებს“ – განაცხადა კემერონმა.