მთავარი ციტატა

“თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილის, ბოკერიას შანტაჟს და იქნება მომართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, დაკმაყოფილდება” – კობახიძე

“გუშინ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება მომართვა სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს მიმართვა აუცილებალდ დაკმაყოფილდება. თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილს, ბოკერიას და სხვა პათოლოგიური ადამიანების შანტაჟს, ეს ხომ საერთოდ სასაცილოა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, ასეთ ქვეყანაში არ შეიძლება, ასეთი პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ვინმე ექცეოდეს მათი შანტაჟის და გავლენის ქვეს.”

ირაკლი კობახიძე –  „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვინც იქნება კვლავაც ასეთი შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი და ასე გააგრძელებს თავის საქმიანობას, მათი ადგილი პარლამენტში არ არის.

იტვირთბა....