“ყველამ თავისი თქვას. როდესაც ელისაშვილი ლაპარაკობს, სხვები რას ფიქრობენ, ეს არის არაკორექტული. ერთის მხრივ ის მორალსა და ზნეონაზე ლაპარაკობს და ამ დროს ლაპარაკობს, რომ ის ამას ფიქრობს, ეს ამას ფიქრობს. შე კაი ადამიანო, თვითონ იტყვიან, რას ფიქრობენ, რომ გამოვიდა და ყველას კომენტატორი გახდა, ეს რა საშინელებაა, ვერ გავიგე. სულ ხომ არ უნდა დაკარგოს ადამიანმა სახე? ამ ადამიანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, პირდაპირ გეტყვით.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ანალიტიკოსმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, “ევროპული საქართველოს” გარდა, ყველა პარტიას სურრს პარლამენტში შესვლა.