ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ”- გუბაზ სანიკიძე მოლაპარაკებებზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება სერიოზულ დათმობაზე არ წავა, რა შემთხვევაშიც ოპოზციიამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი მოსაზრებით, თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს რამდენიმე თვე გააგრძელებს, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყება.

“გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ. ფორმულა ძალიან მარტივია – თუ ოპოზიცია გაუძლებს რამდენიმე თვე, ქვეყანაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის,”- აცხადებს სანიკიძე.

ამასთან, როგორც სანიკიძე აცხადებს, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მოლაპარაკებებიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილება სურს.

 

იტვირთბა....