მთავარი ციტატა

“გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა ქართული ოცნება”- კობახიძე

“გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე – თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა. შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.”

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი

 ირაკლი კობახიძე ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ოპოზიციის მიერ დათვლილი ხმები არარეალურია.

კობახიძემ პოსტში ოპოზციის მონაცემების მიხედვით, მათი ხმების რაოდენობა გადათვალა, რამაც 100% შეადგინა. აქედან გამომდინარე, კობახიძემ დაწერა, როგორც გამოდის “ქართული ოცნება” არც კი არსებობს და მას არჩევნებზე ერთი ხმაც არ მიუღია. 

ამავე თემაზე ვრცლად იხილეთ.

 

იტვირთბა....