ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GWP ისნის მოსახლეობას წყალი ავტოცისტერნებით მიაწვდის

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების აღდგენამდე, ისნის რაიონის მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და სპეცტექნიკა მობილიზებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ. ავარიული სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად წარიმართება. კომპანია მაქსიმალურად შეეცდება, წყლის მიწოდება მოსახლეობას შესაძლებლად მოკლე დროში აღუდგინოს. წყალმომარაგების აღდგენამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის.“ -ნათქვამია განცხადებაში.

ავტოცისტერნების მოძრაობის გრაფიკის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია შეუძლია მიიღოს კომპანიის ცხელი ხაზის და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით.

იტვირთბა....