“შემზღუდავი ღონისძიებები უკვე ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს ოდნავ სტაბილიზაციაში შემთხვევების რაოდენობის, მიუხედავად ტესტირების ზრდისა. ასევე ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი, მაგრამ არა დიდი ოპტიმიზი. მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც შემზღუდველი ღონისძიებების ფარგლებში დაწესებულია.”
ამირან გამყრელიძე – დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნოისთვის, დღეს, 10 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 3 045. ხოლო, ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.