ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.
“არის სტაბილიზაციის ნიშნები და ვიმსჯელეთ, რა ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ მოვამზადოთ საზოგადოება ისე, რომ არ მივიღოთ უკუეფექტი და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გაიღო შეზღუდვების პირობებში, წყალში არ გადაიყაროს რამდენიმე დღის გახსნის შედეგად”, – განაცხადა ზოიძემ.