ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არარეალისტურია. ამის შესახებ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძე ამბობს, რომ მომავალის წლის ბიუჯეტი გაბერილია უსარგებლო ხარჯებით.
“2021 წლის ბიუჯეტი არის არარეალისტური, გაბერილი უსარგებლო ხარჯებით, მისი მაღალი დეფიციტი კი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, პირველ რიგში ლარის კურსის სტაბილურობას,”- წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, მმატთველმა გუნდმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მოამზადა, რომლის დასამტკიცებლადაც პარლამენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.