aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩალიჩობენ, რომ ჰააგის სასამართლოში იქნებ ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე, ეს ხალხი საკუთარ დედასაც გაყიდის”- სააკაშვილი ხელისუფლებაზე

““რაც უნდათ, ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენი ხალხი შეჩვეულია ყველაფერს. მათ სცადეს ყველაფერი, ათასგვარი პროვოკაცია. ბოლოს და ბოლოს “ჩალიჩობენ”, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იქნებ ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე და ამით მაინც მოგვიშორონ და საქართველო დაადანაშაულონ ომში. ამაზე მეტი უბედურება, რაღა უნდა ჩაედინათ. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. საკუთარ დედასაც გაყიდის.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს — არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება

იტვირთბა....