აშშ–ში Northwestern–ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსის გამანეიტრალებელი პირბადე გამოიგონეს.
მეცნიერების განცხადებით, აღნიშნული პირბადის სპეციალურ შრეში ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც კორონავირუსის ნაწილაკების წინააღმდეგ მოქმედებენ. პირპადე ფოსფორის მჟავას და სპილენძს შეიცავს, რომელთაც სპეციალური მაღალმოლეკულური ქიმიური ნაერთისგან, პოლიანილისგან, შემდგარი შრე ინახავს.
მათივე თქმით, პირბადის ქსოვილს ვირუსის ნაწილაკების 82%–ის განეიტრალება შეუძლია. ასევე, პირბადე მოსახერხებელია და სუნთქვას არ ართულებს.
“პირბდე პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე მნიშნველოვანი აღჭურვილობაა, ვირუსის სტრუქტურა ძალიან მგრძნობიარეა, თუ მისი ერთი ნაწილი დაზიანდა, მაშინ ის მთლიანად კარგავს დაინფიცირების ფუნქციას, ჩვენ ვიმუშავეთ, რომ ვირუსისთვის არახელსაყრელი ქიმიური გარემო შეგვექმნა”, – ამბობს Northwestern–ის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯიაქსინ ჰუანგი.