ახალი ამბები მსოფლიო

მიანმარში მეწყერის ჩამოწოლას 104 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მიანმარში მეწყერის ჩამოწოლას 104 ადამიანი ემსხვერპლა. 100-ზე მეტ ადამიანს კი ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინციდენტი კაჩინის შტატში მოხდა. მეწყერი ნეფრიტის მომპოვებელ მაღაროსთან ჩამოწვა და მაღაროელთა სახლები დააზიანა.

უცხოეური  მედიის ინფორმაციით,  კვლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ მუშების უსაფრთხოება დაცული არ იყო და ხშირად ხდებოდა მეწყერის ჩამოწოლა მაღაროში.

იტვირთბა....