„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს.
მედიასაშუალება იუწყება, რომ აღნიშნულის შესახებ ექს-პრეზიდენტის მეუღლეს უკვე აცნობეს.
საქმე ეხება ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში სანდრა რულოვსის ყოფნის საკითხს.
გამოძიების ინფორმაციით, ის ხანგოშვილთან აპირებდა შეხვედრას.
იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა.
საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს, გერანიის საგამოძიებო უწყება, მკვლელობის შეკვეთაში რუსეთს დასდო ბრალი.