ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე სუპერმარკეტი “სპარი” დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა სუპერმარკეტის კარი გატეხეს და ფული წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა.