ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროდ, საბაბს ეძებს, მაგრამ ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს”- ბოკერია ელისაშვილს პასუხობს

“ევროპული საართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევა, ეს “ქართულ ოცნებას” კრიზისიდან ვერ გამოიყვანს ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთანავე ბოკერიამ აღნიშნა, რომ ელისაშვილისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, მათ შორის არის ფულის აღება და ეს სიცრუეა, რომელიც ელისაშვილმა იკადრა.

„აშკარა შთაბეჭდილებაა, სამწუხაროდ, რომ საბაბს ეძებს. ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს სიცრუა მრვალ სიცრუეთა შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით. სამწუხაროა, ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნებულიყო.

თუ ელისაშვილი საბოლოოდ ამ არჩევანს გააკეთებს, სამარცხვინო არჩევანი იქნება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ივანიშვილს არ უშველის იმ პოლიტიკურ პრობლემაში, რაც მას აქვს მისივე შექმნილი კრიზისის გამო. ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში,”- აცხადებს ბოკერია.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  ის პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს. ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ევროპული საქართველო” მას ფულის აღებასა და ამ გზით პარლამენტში შესვლას აბრალებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

იტვირთბა....