ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2021 წლიდან  საჯარო მოხელეებს  ხელფასი შეუმცირდებათ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლიდან  საჯარო მოხელეებს  ხელფასი შეუმცირდებათ. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

თურნავას თქმით, 2021 წელი მომჭირნეობის წელი იქნება.

„ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები.

თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები.

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია“, – განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....