ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ბრძოლაში ჩაბმული პოლიტიკური სპექტრი სულ უფრო და უფრო შორდება მათ, ვისი სახელითაც ისინი ლაპარაკობენ”- ლაგაზიძე

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოდგენლებს შორის მოლაპარაკებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პროცესით უფრო და უფრო შორდებიან საკუთარ ამომრჩევლებს. ამის შესახებ ლაგაზიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“ეს პროცესი თითქოს გასაგებია, რომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო და აუცილებელი – მრავალპარტიული პარლამენტი და დემოკრატია, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ბრძოლაში ჩაბმული პოლიტიკური სპექტრი სულ უფრო და უფრო შორდება მათ, ვისი სახელითაც ისინი ლაპარაკობენ,” – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთან, როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ამომრჩეველს უყურებს როგორც მესამე სამყაროს ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც შეფასების უნარი არ გააჩნიათ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები ყოველდღიურად იმართება.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი  რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება. მხარეები მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს არ თმობენ.

 

იტვირთბა....