შესაძლოა, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია რამდენიმე დღეში დაიწყოს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს. ფაუჩის ინტერვიუს BBC- ავრცელებს.
ფაუჩის ინფრომაციით, მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში შესაძლოა, დეკემბრის მესამე ან მეოთხე კვირაში დაიწყოს.
როგორც ფაუჩი აღნიშნავს, უწყება ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვას დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში გასცემს.
„როდესაც ეს მოხდება, ძალიან მალე ჩვენ მზად ვიქნებით, დავიწყოთ ვაქცინის უმთავრესი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის მიწოდება“, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში.