“დღეში მინიმუმ ნახევარი საათი იარეთ გარეთ. არა ისე, როგორც ახლა მე ვსეირნობ – საღამოს, არამედ დღის საათებში, განსაკუთრებით კარგია, როდესაც მზეა, ამ დროს D ვიტამინია, საუკეთესო პერიოდი შუადღის 12:00 ან 13:00 საათზეა” – ამის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
“თუ მარტო ხართ და ხალხმრავლობა არ არის შეგიძლიათ პირბადე შეგიძლიათ არ გაიკეთოთ, ხოლო სადაც ბევრი ხალხია, აუცილებლად გაიკეთეთ პირბადე. დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია. თუ ადამიანი დარბის, როგორც ამბობენ, მის უკან ვირუსებიც დარბის, ამიტომ მორბენალი ადამიანთან 4 მეტრიანი დისტანცია დაიკავეთ.
ძალიან გთხოვთ იყავით პოზიტიურ განწყობაზე. აიწყეთ შობის და ახალი წლის დაგეგმვა. პოზიტიურად შეხვდით დღესასწაულებს და დისტანციურად ჩაეხუტეთ ერთმანეთს” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ Facebook LIVE-ში ჩართვის დროს.