ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქედაში 104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ქედაში 104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ფატყუმე ბოლქვაძეს კოვიდინფექცია მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და მას სახლში უმკურნალეს. ხანდაზმული თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 673 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 169 649-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი და საერთო რაოდენობა 141 392-ს შეადგენს. გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 576 ადამიანი.

იტვირთბა....