ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადება 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია, შეთანხმების გარეშე, არსად შესხვალს აპირებს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

„ისევე როგორც წინასაარჩევნოდ, სწორედ იმ ძალებმა რომლებიც ახლა ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის, ბატონი ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები და მისი უშუალო მონაწილეობით, დამიყენეს კანდიდატი, ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩვენი გუნდის ამოცანაა, ის 30%, რომელმაც არც ნაცებს და არც ქოცებს მისცა ხმა, გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და თავდასხმებისგან. ჩემი და თქვენი გზები განსხვავდება, მე მინდა ივანიშვილი მოვაშტო ამ ქვეყნიდან თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში, მუდმივად პირველები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მე-4 რაუნდი მიმდინარეობს.

იტვირთბა....