ოპოზიციაში სერიოზული უთანხმოება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავაშირებით უკვე დაიწყო. ოპოზიციურ სპექტრში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული სურვილები, შევიდნენ თუ არა საკანონდებლო ორგანოში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტში შესვლას აპირებს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძეა. გამოითქვა მოსაზრება, რომ მის ამ გადაწყვეტილებაში მთავარი ფაქტორი ბიზნესმენ ვანო ჩარტიშვილს უჭირავს, რომელთანაც ვაშაძეს ნათესაობა აკავშირებს.
ზაალ ანჯაფარიძე “მეტრონომთან” ვანო ჩარტიშვილისა და გიორგი ვაშაძის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით კავშირს ვერ ხედავს, თუმცა, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ვაშაძემ საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს სერიოზული თანხის მობილიზება. იგი არ გამორიცხავს, რომ მას სწორედ ვანი ჩხარტიშვილი აფინანსებდა.
“გვაქვს ის ურთიერთობები, რომელიც ხშირად ბევრ რამეზე ახდენს ზეგავლენას, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღებაზე და ა.შ. მაგრამ რამდენად მოქმედებს ჩხარტიშვილის ფაქტორი, ამაზე ჩემთვის საუბარი ძნელია. არ ვიცი რა ურთიერთობები აქვთ ჩხარტიშვილს და ვაშაძეს. შეიძლება ეს ურთიერთობები არ იყოს ისეთი, როგორიც საზოგადოებას წარმოუდგენია. რაც ვიცი, ეს არის ის, რომ მათ ნათესაური კავშირი აკავშირებთ. თუმცა, მაქვს კითხვა, თუ საიდან მოახდინა ბატონმა ვაშაძემ საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება მისი საარჩევნო კამპანიისთვის” – ამბობს ანჯაფარიძე.
“მეტრონომის” კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვაშაძეს წინასაარჩევნოდ ჩხარტიშვილი აფინანსებდა, ანჯაფარიძემ აღნიშნა:
“არ არის გამირცხული. ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ მან გაცილებით სერიოზული თანხები დახარჯა წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ არ ვცდები, გიორგი ვაშაძის პარტია მესამე თუ მეოთხე ადგილზეა” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ “მეტრნომთან.”
თამარ შუკვანი