„ჩვენ კორონავირუსის სამკურნალოდ პლაზმის გამოყენების შესაძლებლობას არ ვზღუდავთ, თუმცა ეს არის ექსპერიმენტული თერაპია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ არ დადასტურდება, რომ პლაზმა არის ერთ-ერთი და ერთადერთი ის სამკურნალო ხერხი, რომელიც ეფექტიანად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო იმპერატიულად ვერ დაიწყებს მოქმედებას.
„ჩვენ პლაზმის გამოყენების შესაძლებლობას არ ვზღუდავთ, თუმცა ეს არის ექსპერიმენტული თერაპია და აქედან გამომდინარე, სანამ არ მოხდება დადასტურება, რომ პლაზმა არის ერთ-ერთი და ერთადერთი ის სამკურნალო ხერხი, რომელიც ეფექტიანად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო იმპერატიულად ვერ მოახდენს ამაზე მსგავს რეაგირებას, რაც მოთხოვნაა. თუმცა ექსპერიმენტის ფარგლებში, რამდენიმე კლინიკა იყენებს პლაზმურ თერაპიას ჩვენი პაციენტების სამკურნალოდ“, – განაცხადა ტიკარაძემ.