„მოკლეს. დანით დაჭრეს. ისევ ქართველმა მოკლა. დამნაშავე დაჭერილია. ბოლომდე ჯერ არ გარკვეულა რა უძღოდა კონფლიქტს წინ. როგორც ვიცი დიდი ხანი არ იცნობდნენ ერთმანეთს. საახლობლოც გარკვევის პროცესში ვართ, ბოლომდე არაფერი ვიცით“ – ამის შესახებ ნიუ-იორკში მოკლული 18 წლის ქართველი ჯაბა ადამიას ოჯახის ახლობელი აცხადებს.
შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. ახალგაზრდას დაზიანებები ცივი იარაღით, მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა. ადამია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასევე ქართველია და ის სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ.
ჯაბა ადამიას ოჯახმა 3 წლის წინ ე.წ. მწვანე ბარათი მოიგო და საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლდა.