დიდი ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაცია Covid-19-ის წინააღმდეგ დაიწყო.
BBC-ის ინფორმაციით, 70-მდე ჰოსპიტალი მზადა, 80 წელს ზემოთ ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ პროგრამა, პირველ რიგში, მოწყვლად ჯგუფებზეა ორიენტირებული.
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას იწყებს, მას შემდეგ რაც მარეგულირებელმა კომისიამ ვაქცინა დაამტკიცა.