ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა – ცნობილი ხდება საქმის ახალი დეტალები

თბილისში, სოველ ფონიჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი, 39 წლის რასიმ ისაიევია. ის საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. ვინ ესროლა ისაიევს, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მომხდარი შურისძიებას უკავშირდებოდეს.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ძმა წლების წინ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ისაიევის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

ცნობისათვის, სოფელ ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც ირკვევა, მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....