ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაჭრილი მიატოვეს ქუჩაში” – ვინ არის ნიუ იორკში მოკლული 18 წლის ქართველი ბიჭი

„მოკლედ რა საშინელი წელია ეს – 2020… (კორონავირუსი, მკვლელობები, შატილის ტრაგედია და რომელი ერთი კიდევ რომ ჩამოთვალო არ გეყოფა) ჯერ იყო და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და ტკივილი არ გაგვნელებია არავის და ცოტა ხნის წინ შემძრა ინფორმაციის გაგებამ, რომ 18 წლის ეს საოცარი ბიჭი – ჯაბა ადამია სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ იორკში” – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. როგორც ჟურნალისტი წერს, ჯაბა ადამია დაჭრილი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. კლინიკაში კი მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა:

“ვინც იცის ნიუ იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს(P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვნიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“ – წერს ირაკლი დანელია.

იტვირთბა....