ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე რაუნდის მოლაპარაკებას ეხმაურება.
როგორც გამზარდია წერს, გაუგებარია, ოპოზიცია რაზე აახლოვებს პოზიციებს ხელისუფლებასთან, როდესაც მთავარ საკითხე წინსვლა არაა.
მიისვე თქმით, ოპოზიციამ კეთილი ამომრჩეველთან ღია კომუნიკაციის პოლიტიკა აწარმოოს.
“როგორც ოპოზიციური სპექტრის ამომრჩეველი, ვიტყვი, რომ ოპოზიციას ამომრჩეველმა მისცა ხმა კოალიციისათვის ან კვალიფიციურად ჩატარებული არჩევნების მიღწევისათვის, საიმისოდ, რომ თუ ოპოზიციამ ხელისუფლება ვერ შეცვალა, მისი მხარდაჭერა გავაგრძელოთ. სხვა რამისთვის ჩვენ ხმა არ მიგვიცია. რაზე აახლოვებს პოზიციებს ხელისუფლებასთან ოპოზიცია მაშინ, როდესაც მთავარზე წინსვლა არაა, გაუგებარია, მეტიც, რაღაც მომენტში საეჭვოც.
ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და ამომრჩეველთან ღია კომუნიკაციის პოლიტიკა აწარმოოს, იქნებ რაზე თანხმდებით ჩვენს ზურგს უკან და არ ვიცით? იქნებ მეტი მხარდაჭერა გინდათ ან პირიქით, დროა თქვენი მხარდაჭეტა შევწყვიტოთ?
ნებისმიერ შემთხვევაში, პირადად, მე, ოპოზციის მიმართ არასასურველი ეჭვებისთვის მეტი სივრცე უფრო მექმნება, ვიდრე დამატებითი იმედები. ვშიშობ, ბევრია მსგავს მდგომარეობაში,”- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. მოლაპარაკები ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.