„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაუგებარია „ქართული ოცნების“ მენტორული ტონი.
მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟოვნა მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში არ შედის.
“ნამდვილად ვერ გეტყვით როგორ მოხდა გარკვეული დოკუმენტის, მე მის ნამდვილობას ვერ დავადასტურებ, ცირკულირება. ჩვენი დათქმა იყო ის, რომ მოლაპარაკება არის კონფიდენციალური, მანამ სანამ არ თანხმდებიან მხარეები. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში ამგვარი ინფორმაციების გაჟონვები არ შედის, თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, უნდა გადავლახოთ. მე ძალიან ცუდად მენიშნა „ქართული ოცნების“ მხრიდან მენტორული ტონით საუბარი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სხვა რაუნდების დროს ჩვენ ვნახეთ მათ მოლაპარაკებიდან გამოჰქონდათ ინფორმაცია, მას ამახინჯებდნენ და შემდეგ ამ დამახინჯებულ, ცრუ ინფორმაციას იყენებდნენ ოპოზიციის დამუნათების მიზნით. ” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დაგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.