ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით, თვის ბოლოს შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე, რათა ვირუსის გადაცემა შეწყდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ცნობით, ამ დროისთვის  პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და უკვე 65% შეადგინა.

მისივე თქმით, თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება 95%-მდე, შესაძლოა თვის ბოლოს იფიცირების სემტხვევები განახევრდეს.

“თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით, რომელიც უკვე 65%-მდე გაიზარდა, მაგრამ თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, 95%-ზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი მეტწილად იმ ფაქტორით არის განპირობებული, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა იყო შემცირებული.

ცნობისთვის, 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....