სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული ვაქცინა გაიკეთა, ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრეს-მდინავანი, ალინა ნიკაგოსიანა ავრცელებს.
როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსული ვაქცინით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც აიცრა.
რაც შეეხება თავად რუსეთს, მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 დეკემბერს დაიწყო.