ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Ombudsman: ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირების მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულება არასათანადოდ სრულდება

ომბუდსმენის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულება არასათანადოდ სრულდება.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ გონივრულ მისადაგების ღონისძიების უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რამდენადაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადაიჭრას შესაბამისი პირის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები.

„საქართველოს სახალხო დამცველმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესრულების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა. აღნიშნული საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა გ.გ.-ს 2020 წლის 24 ივლისის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გ.გ. არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, კერძოდ სმენადაქვეითებული. გ. გ. მიუთითებდა, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რადგან ინგლისური ენის ჩაბარებისას მის საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი.
საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული ძალისხმევის მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გონივრული მისადაგების ვალდებულება არასათანადოდ სრულდება. მიმართვაში აღნიშნულია, რომ გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას აუცილებელია გაიწეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა.
დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული გონივრული მისადაგების ღონისძიების გამოცდილებებზე. კერძოდ, გონივრული მისადაგების ფორმა სმენის პრობლემის მქონე პირისთვის, შესაძლებელია, გულისხმობდეს რამდენიმე კომპონენტის კომბინაციას (როგორიცაა უშუალო სმენითი ღონისძიებების განხორციელება, ასევე სხვა დამატებითი საშუალებების მობილიზება). ამ კუთხით, არსებითია, აღმოიფხვრას იმგვარი ნორმატიული ბარიერები, რაც გონივრული მისადაგების ფორმებს გაუმართლებლად შეზღუდავს.
მიმართვაში განმარტებულია, რომ სახელმწიფომ გონივრულ მისადაგების ღონისძიების უზრუნველყოფისთვის უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რამდენადაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადაიჭრას შესაბამისი პირის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები. გონივრულ მისადაგებაზე უარი ყველა შემთხევაში უნდა იყოს დასაბუთებული და მხარისთვის დამაჯერებელი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

📌 იხილეთ მიმართვის ელექტრონული ვერსია 👉 https://bit.ly/3lvluSY

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

27 წლის ბექა რევაზიშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს

MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი იგორ გირკინი ყირიმში დააკავეს – მედია

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

“რუსეთის უკანასკნელი მოკავშირე თუ აღმოვჩნდით კონტრიბუციის გადახდა მოგვიწევს” – ბარბაქაძე

“არ მქვია ომში გამარჯვებული მეომარი…გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, მერე აფხაზეთი და სამაჩაბლო” – ნადირაძის მიმართვა

“რუსეთს იარაღის შემოტანა უკვე უჭირს, რადგან გზები გადაკეტილია” – მამულაშვილი