ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ წინასწარი პასუხი რაც ვიცით, არ არის დამაიდებელი”- სამადაშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზციის შორის მიმდინარე ოლაპარაკებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მთავარია პოზიციების დაახლოენა მოხდეს.

როგორც სამადაშვილი “დღის ამბებში” აღნიშნავს, არ გამორიცხავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალშიც გაიმართოს, რადგაან დღეს მათი პოზიციები ძალიან დაშორებულია.

“მე არ მგონია, რომ ეს პროცესი დღეს დასრულდება, იმიტომ, რომ ჯერჯერობით პოზიციები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. ოპოზიციას აქვს ერთიანი ხედვა, ის ერთიანი პაკეტით წარსდგა. ჩვენ წინასწარი პასუხი რაც ვიცით, არ არის დამაიდებელი, რომ დღეს ესე მარტივად მოგვცეს შეთანხმება. საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება. ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ მთავარი არა მარტო შეთანხმებაა, არამედ შეთახმების შესრულება. რადგან, ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარი შეთავაზებით კიდევ ერთხელ უკეთებს დემონსტრირებას იმას, რომ საქმეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით უდგება.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

იტვირთბა....