ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის დაიწყება კომპენსაციების გაცემა – რეგისტრაცია ამ ეტაპზე 14 300-ზე მეტმა მოქალაქებ გაიარა

ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით რეგისტრაცია  14 300-ზე მეტმა მოქალაქებ გაიარა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მაჭავარიანის  თქმით, რეგისტრირებული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა და იმ ადამიანებზე, ვინც განაცხადი შეავსო, კომპენსაციების გაცემა მალე დაიწყება.

მინისტრი ასევე განმარტავს, როგორ უნდა შეაცსონ მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა.

“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მეწარმეებს, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა, საკმაოდ მარტივი. უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე, მისი პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა”, – განაცხად მაჭავარიანმა.

განაცხადების შევსების პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. ხოლო, რეგისტრაციისთვის საჭირო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge .

იხილეთ ინსტრუქცია.

იტვირთბა....