კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, როს სედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მომხდარს “მეტრონომს” შინაგან საქმეტა სამინისტროში უდასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ქალი მანქანით ჯებირს შეეჯახა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.