სხალთის მთავარეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე საავადმყოფოში მკურნალობს.
ცნობისთვის, 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.