პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა დათმოს. ამის შესახებ ელისაშვილმა მოლაპარაკების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრუდეს.
“უნდა დათმოს ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი რაღაცები. მაშინ მოლაპარაკებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც ქართული ოცნება და არც ელჩები. შეიძლება დავიშალოთ ისე, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გარკვეული კომპრომისები არის, არასაკმარისი. დანარჩენს სულ ცოტა ხანში გავიგებთ”. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა