ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელარუსი პროტესტს არ წყვეტს – დაკავებულია 300 ადამიანი 

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება.

Reuters-ის ინფორმაციით, მინსკში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა, მათგან 300-ზე მეტი კი მასობრივი შეკრების წესის დარღვევისთვისთვის დააკავეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, გამოსვლები შედეგს აუცილებლად გამოიღებს:

„შეუძლებელია მართო ქვეყანა, როცა უმრავლესობა არ გაღიარებს, პროტესტით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა“, – თქვა 21 წლის ალისიამ.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, აქციაზე გამოსულები ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

იტვირთბა....