ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველასთვის საამაყო ადამიანი” – “ერისიონის” სოლისტი ნუგზარ კურცხალია გარდაიცვალა

ანსამბლ “ერისიონის” ყოფილი სოლისტი ნუგზარ კურცხალია გარდაიცვალა. ამის შესახებ ანსამბლი “ფეისბუქ”-ის გვერდზე წერს. მომღერალი 68 წლის იყო.

„საქართველოს სახალხო მომღერალი, ღირსების ორდენის კავალერი, „ერისიონის” ყოფილი სოლისტი, ყველასთვის საამაყო ადამიანი და ჭეშმარიტი ქართველი ნუგზარ კურცხალია დღეს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნუგზარ კურცხალია იყო ქართული ფოლკლორის უბადლო წარმომადგენელი და შესანიშნავი ლოტბარი. იგი ყველა კუთხის სიმღერას განსაკუთრებულად ასრულებდა და უკრავდა მრავალ ინსტრუმენტზე. მის ხელში აღიზარდნენ არაერთი თაობის მომღერლები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ანსამბლში მღერიან.

მას საკუთარი ხელით ნოტებზე ჰქონდა ჩაწერილი მრავალი ასეული, ხალხური სიმღერების საინტერესო ნიმუშები. ხანგრძლივი იყო მისი შემოქმედებითი გზაც. „ერისიონში” იგი 30 წელზე მეტ ხანს მღეროდა და იყო ყველასთავის საყვარელი ადამიანი, უერთგულესი და უღალატო მეგობარი. ანსამბლი „ერისიონი” და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონო შერმანდი ჭკუასელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის ახლობლბებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს“ – ნათქვამია „ერისიონის“ განცხადებაში.

იტვირთბა....