ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი ბიზნესმენი, „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

“კეთილშობილი უსაყვარელსი უძლიერესი ვახტანგ ფხაკაძე შეიწირა კოვიდმა ….როგორ დამწყდა გული …. ნათელში იყოს“ – წერს მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა.

ბიზნესმენის გარდაცვალებას ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

იტვირთბა....