გამოცემა IB Times-ის ინფორმაციით, ჰაკერები იმ ქვეყნების სიას აქვეყნებენ, სადაც ტერორისტები მორიგი თავდასხმებით იმუქრებიან. ამ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი, აშშ, იტალია, ინდონეზია და ლიბანი.
Anonymous-ის თქმით, კონკრეტულად ტერაქტები იგეგმება:
პარიზში, აშშ-ში, ატლანდა – ფილიპსის არენა, იტალია – მილანი და ლიბანი. სიაში ასევე მოხსენიებულია ინდონეზიაც.
აღსანიშნავია, რომ Anonymous არის ჰაკერთა ის ჯგუფი, რომელმაც საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ,”ისლამურ სახელმწიფოს” “ტოტალური ომი” გამოუცხადა.
“გვინდა”ისლამური სახელმწიფო” გავაფრთხილოთ, რომ მსოფლიომ იცის და აღკვეთავს ამ შეტევებს, რომელიც ცოტა ხნით მათ დააბნევს” – ნათქვამია Anonymous განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქში განხორცილებული შეტევების შემდეგ, YouTube- ის საშუალებით Anonymous-ის განცხადება გავრცელდა.
მიმართვაში, ჰაკერი აქტივისტი, რომელსაც გაი ფოქსის საკულტო ნიღაბი ეკეთა, აცხადებდა, რომ “იწყება ყველაზე დიდი ოპერაცია”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, რაც კი აქამდე ჩაუტარებიათ”.
ისინი პირობას იძლეოდნენ, რომ “საზოგადოების გაერთიანებით” “ისლამური სახელმწიფო” უნდა ელოდოს ყველაზე დიდ და მასობრივ კიბერთავდასხმებს.
“გიპოვით და არ მოგცემთ თავის დაღწევის საშუალებას”. – აცხადებენ ისინი.