პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თუკი PCR ტესტმა კორონავირუსით ინფიცირიება დაადასტურა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი კოვი 19-ითაა დაავადებული. მისივე თქმით, იმისათვის, რომ პაციენტი დაავადებულად ჩაითვალოს, უნდა ჰქონდეს კლინიკური სიმპტომატიკა გამოვლენილი.
“კორონავირუსის ინფიცირება და მისი PCR ტესტით იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაავადებული Covid-19-ით. თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოჩნდა, რომ ის არის პოზიტიური, თუ მას არ აქვს სიმპტომატიკა კლინიკურ დონეზე გამოვლენილი, არ ნიშნავს რომ ის არის Covid-19-ით დაავადებული.
Covid-19 არის დაავადება ადამიანს პლიუს ინფექცია და პლიუს კლინიკური გამოვლინება. ეს განმარტება არ იყო ჩვენს მოსახლეობამდე მიწოდებული. ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას, ამიტომ უნდა ვიყოთ მშვიდად.
მე თუ ვარ ინფიცირებული და არ მაქვს კლინიკური სიმპტომატიკა გამოვლენილი, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი სისუსტე, ცხელება და ა.შ. რაც ამ დაავადებას ახასიათებს, ეს არ ნიშნავს, რომ ვარ Covid-19-ით დაავადებული” – განაცხადა ლევან რატიანმა.