ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა საქმის დახურვას გეგმავს – ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი პეტიციას აქვეყნებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პეტიციას აქვეყნებს და ხელმოწერების შეგროვება იწყებს. როგორც 23 წლის პროგრამისტის ოჯახი აცხადებს, საქართველოს პროკურატურას არ ენდობიან, რომელიც საქმის დახურვას გეგმავს.

“ქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს, ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.

პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ:

პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში; გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება; გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით; გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

იტვირთბა....