მთავარი ციტატა

“ტესტირების ყოველდღიური მაჩვენებელი 15-18 ათასის ფარგლებშია”- გამყრელიძე

„გამოვლენის მაჩვენებელი მეტი გვექნება, რადგან თქვენ იცით, რომ ბოლო ოთხი, თუ სამი დღეა, ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი ინტენსიურად გაიზარდა, ყოველდღიური მაჩვენებელი 15 ათასიდან 18 ათასის ფარგლებშია და უნდა ავიდეთ 20 ათასზე. ალბათ, სადღაც სამშაბთ-ოთხშაბათს ჩვენ ავალთ დღიური მაჩვენებლით 20 ათას კვლევაზე. შესაბამისად, გამოვლენა მეტი გვექნება, მაგრამ ძირითადად მაინც იქნება მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების ხარჯზე.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ჰამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამყრელიძის განცხადებით, გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, საქართველოში დღეს არსებული კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნაკლები რაოდენობა დასვენების დღეებში ტესტირების სიმცირეს უკავშირდება.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი გარდაიცვალა 42 ადამიანი. 

გუშინ, 5 დეკემბერს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 5 450-ს შეადგენდა.

იტვირთბა....