23 წლის ილია თოფურიამ “UFC-ში რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. 23 წლის ქართველი მებრძოლმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 32 წლის ამერიკელ დეიმონ ჯექსონს შეხვდა, რომელიც პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა
ილია თოფურიას ამერიკელი მებრძოლის დასამარცხებლად ორი წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა. ჯექსონმა უძლიერესი დარტყმების შესანიშნავ კომბინაციას ვერ გაუძლო და ნოკაუტში აღმოჩნდა.
რომან დოლიძემ კი ბრაზილიელ ჯონ ალანს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო. დოლიძე აშკარა უპირატესობას სამივე რაუნდის განმავლობაში ფლობდა და ერთ-ერთი მსაჯის, კრის ლის გადაწყვეტილება, რომ ბრაზილიელისთვის მიეცა მოგება ufc-ის კომენტატორებისთვისაც უცნაური და მოულოდნელი გამოდგა.
თუმცა, ქართველი მებრძოლის უპირატესობა აშკარა იყო, რომ გამარჯვებულად, რა თქმა უნდა, რომან დოლიძე გამოაცხადეს.