ბელორუსში საპროტესტო აქციები გრძელდება, თუმცა აქციების გამართვის ფორმატი შეიცვლება.
ორგანიზატორების განცახდებით, ვინაიდან პოლიცია აქციებზე დემონტრანტებს მასიურად აკავებს, ამჯერად მოქალაქეები პროტესტს საკუთარი საცხოვრებელი ეზოებიდან გამოხატავენ.
მოქალაქეები ქალაქების ცენტრებში აღარ შეიკრიბებიან და ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობას საკუთარი სახლებიდან და ეზოებიდან გააპროტესტებენ.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დღეს ანტისამთავრობო აქციებია დაგეგმილი.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.