ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი(CDC) საზოგადოებას მოუწოდებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციები დაიცვას. ამის შესახებ CDC “ტვიტერზე” ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადეები, რადგან კორონავირუსის შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება.
ამასთან განხადებაში CDC რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას, დაიცვან დისტანცია, ხშირად დაიბანონ ხელები და „შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში“.
”უბრალოდ ატარეთ ნიღაბი. თუ შესაძლებელია, დარჩით სახლში.
შემთხვევები სწრაფად იზრდება. თუ ჩვენ ერთად არ ვიმოქმედებთ და არ შევეცდებით შევამციროთ გავრცელება, ათასობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს,”- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის გავრცელების ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია.