პარტია “ლელოს” წევრისმ ვატო სურგულაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ვირუსთან ბრძოლაში ჩართული ექიმების უსაფრთხოება, რადგან რესურსის ნაკლებობა არ წარმოიშვას. ამის შესახებ ვატო სურგულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სურგულაძის თქმით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს, სად რა პრობლემის წინაშე დგანან ექიმები.
მისივე თქმით, ძალიან დიდი საშიშროება დგას, რომ ექიმების გარეშე დავრჩებით .
“ექთნების, ექიმების და ყველა იმ ხალხის, ვინც მუშაობს საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში, მათი უსაფრთხოება არის ნომერი ერთი საკითხი, რომელიც უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ.
ჩვენთან იმასაც ვერ ვაკეთებთ, რომ რომელი სპეციალობები, რატო ხდება. ზუსტად ეპიდემიოლოგიური ძირითადი ამოცანა არის, შევისწავლოთ სად არის პრობლემა. წერტილოვანი დარტყმებიც ეგ არის და რაც შეიძლება დროულად ეს პრობლემა მოვაგვაროთ. საქართველოში ეს არ ხდება და ძალიან დიდი საშიშროება დგას იმის, რომ დავრჩებით ექიმების გარეშე”,-ამბობს ვატო სურგუაძე.